გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო

908

წინა სტატია

ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩაზე რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ტექნოპარკში სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, საკონფერენციო დარბაზი, შოუ რუმები, საოფისე და რეკრეაციულ სივრცეები განთავსდება.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება.

“გურჯაანში რეგიონალური ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ხელშეწყობა და მეტი რესურსი, საკუთარი იდეები აქციონ ბიზნეს პროექტებად, ჰქონდეთ შესაბამისი ექსპერიმენტული გარემო და სივრცე, სადაც შეძლებენ როგორც სამუშაო შეხვედრების გამართვას, ისე მიიღებენ შესაბამის ცოდნას. ტექნოპარკი, გახსნის დღიდან, უმასპინძლებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.