სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ა(ა)იპ "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO), რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის იმუშავებს, კონკურსს სამ პოზიციაზე აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კონკურსზე განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.
ინტერმუნიციპალური ა(ა)იპ–ი კონკურსით აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევს.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტი 15 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგება საკონკურსო კომისიის წინაშე,...
წინა სტატია
ზუგდიდის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. მიწა m2-მა იყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოს სხდომა. სრომელზეც ყინულის მოედნის ტერიტორიის გაყიდვას მხარი დაუჭირეს პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ნამდვილად არ იყო გადაწყვეტილი, თუმცა დიდი ალბათობთ მიწას სწორედ ეს კომპანია შეიძენდა, რადგან სწორედ მათ გამოხატეს საინვესტიციო ინტერესი. თუმცა, ამავდროულად, აუქციონში...
"ევროპული საქართველო" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს'' თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მათი თქმით "ევროპული საქართველოს“ წევრები მანამ არ დაესწრებიან სხდომებს, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა არ დარეგულირდება.
"ყოველი ჩვენთაგანი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს თბილისში. მეხუთე დღეა ზედიზედ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების. ეს არის ზეპარტიული, დიდი...
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლის ხეივანს გააშენებენ. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და გაკეთდება მინიბარები. რაც შეეხება სამუშაოებს, ის უკვე დაწყებულია და ივნისის თვეში დასრულდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ბოტანიკური ბაღი აქტიურად აგრძელებს განვითარებას, რათა გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.
"აჭარის ტელევიზისს" ინფორმაციით მერიის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე თევზაძე დაჭრილია. სავარაუდოდ, მას კონფლიქტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატთან და "ბათუმის დინამოს" პლაჟის ფეხბურთის ხელმძღვანელთან კახა მიქელაძესთან მოუვიდა.
ალექსანდრე თევზაძე ჭრილობა იარაღით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "აჭარის ტელევიზიას" განუცხადეს, რომ ფაქტზე დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამართალდამცველები 279 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურად იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.
დაზარალებული ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს....
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში 2008–2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა-აღდგენის პროექტის ფარგლებში შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს.
უწყების ცნობით, სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაასრულა და 144 ჰა ფართობზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც, ნარგავების მოვლის სამუშაოები გაგრძელდა. მათივე ცნობით, გაშენებული ნერგები გახარების მაღალი პროცენტით გამოირჩევა.
ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ დაბაში ხანძრით...
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის, 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. ინფრმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
სპეციალისტების...
წელს ზუგდიდში 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.
მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, მნიშვნელოვანია პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობას კი პერიოდულად გაეცნობა.
"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი...
მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დიდუბის რაიონში 5 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირებს ამონტაჟებენ.
როგორც დიდუბის გამგეობაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ყიფიანის ქუჩის N20-ში, ბოხუას ქუჩის N10-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-10, მე-3 კვარტლის მე-11 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებთან მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებს მათი დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რეალ ენერჯი“ აწარმოებს.
დიდუბის რაიონში 2019 წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.
მოსახლეობის თხოვნით ნავთლუღში, სალოსის V შესახვევის N6 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.
ისნის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ კორპუსთან საბავშვო ატრაქციონები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები და ნაგვის ურნები მოეწყო, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგეობის დაკვეთით შპს "არაგვი ბიზნეს ჯგუფმა“ განახორციელა, რომელიც ბიუჯეტიდან 88 873 ლარით დაფინანსდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, ორ მისამართზე - ცინცაძის ქუჩა N85-ისა და საირმის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია განახორციელა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გოთუას ქუჩა N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საერთო სარგებლობის კიბეს, რომლითაც მოსახლეობა შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება.
"სამუშაოების ფარგლებში, კიბეები მოპირკეთდა და უსაფრთხოების მოაჯირეები მოეწყო. სამუშაოები შპს "პასაჟი-საქართველომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 74...
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) X კვარტალში, N28 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ერთფენიანი საფარი დაიგო. მათივე ცნობით, საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 073 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 50 300 ლარი დახარჯა.
ქვემო სამგორში გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 920 კვ.მ ფართობზე განთავსდა.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები და მოეწყო ახალი ღობეები და გარეგანათების სისტემა. ასევე, მოედანი ადაპტირდა შშმ პირთათვის.
"ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომლის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 182 493 ლარი დაიხარჯა, თანამედროვე სტანდარტებს...
გორის მერიამ კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე არსებულ სკვერში ფიტნესის ტრენაჟორების მოსაწყობად 19 988 ლარის ღირებულების ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ახალ ტენდერზე წინადადებების მიღება 28 ივნისს 14:00 საათზე დასრულდება.
პირველად ტენდერი 23 მაისს გამოცხადდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს "ჯითი კაპიტალი" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა ის, რომ პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ ფასების...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ამრბოლაურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.
"პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და პრიორიტეტები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა", - განმარტავენ მერიაში.
კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. იგოეთში, სადგურ-მეტეხსა და გრაკალში, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება. სამივე საბავშვო ბაღი საერთო ჯამში კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარი დაუჯდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"იგოეთში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წელია არ ფუნქციონირებს, ამიტომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვები სოფელ სამთავისში დადიან. ტრანსპორტირების თანხა ჩვენ გამოყოფილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































