ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ამრბოლაურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში 792 000 ლარი დაიხარჯება.
“პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და პრიორიტეტები სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა”, – განმარტავენ მერიაში.