ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) X კვარტალში, N28 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ერთფენიანი საფარი დაიგო. მათივე ცნობით, საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 073 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 50 300 ლარი დახარჯა.