გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის, 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. ინფრმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.
სპეციალისტების მიერ საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარული ონიტორინგის გახორციელება გრძელდება.