ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლის ხეივანს გააშენებენ

1268

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნეკერჩხლის ხეივანს გააშენებენ. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და გაკეთდება მინიბარები. რაც შეეხება სამუშაოებს, ის უკვე დაწყებულია და ივნისის თვეში დასრულდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ბოტანიკური ბაღი აქტიურად აგრძელებს განვითარებას, რათა გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.