ისანში სალოსის V შესახვევის N6 კორპუსთან სკვერი მოეწყო

992

მოსახლეობის თხოვნით ნავთლუღში, სალოსის V შესახვევის N6 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.

ისნის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ კორპუსთან საბავშვო ატრაქციონები, სკამები, გარეგანათების ლამპიონები და ნაგვის ურნები მოეწყო, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გამგეობის დაკვეთით შპს “არაგვი ბიზნეს ჯგუფმა“ განახორციელა, რომელიც ბიუჯეტიდან 88 873 ლარით დაფინანსდა.