გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ინფორმაციასნ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. ასევე, ნაპოვნია მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც. სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.
არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფილი ბავშვთა სახლისკენ მიმავალი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 800 მეტრამდე მონაკვეთს: ე.წ. "ნუშების", "ფოჩიაანთ" და "ჩახვაანთ უბნებში".
სამუშაოები, რომლის ღირებულება 637 618 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ახორციელებს.
წინა სტატია
ქარელის ვიცემერი ნუგზარ დაბრუნდაშვილ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო. მისი თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში" - განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.
უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.
შეგახსენებთ, ქარელის ვიცემერმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძამას...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, ერთსართულიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობა აშენდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს “ქებული 2016” ასრულებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს იმის გამო უსაყვედურეს, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წლის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება შარშანვე ვერ მოხერხდა, - განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, სადაც 2020 წლისთვის დაგეგმილ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქმე ეხება პროექტებს, რომლებზეც გამოცხადდა ტენდერი, სამუშაოები დაიწყო, თუმცა გაწერილ...
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრის ჩათვლით სამუშაო საათები გახანგრძლივდა.
სააგენტოს ცნობით, სამუშაო საათები იზრდება:
• პრომეთეს მღვიმე - 10:00-19:00
• ნავენახევის მღვიმე - 10:00-19:00
• სათაფლია - 10:00-19:00
• მარტვილის კანიონი - 10:00-19:00
• ოკაცეს კანიონი - 10:00-18:30
• ოკაცეს ჩანჩქერი - 10:00-19:00
საქართველოში დღეისათვის სულ 86 დაცული ტერიტორიაა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა, რაც წინა წლის...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯგუფის Soft Eject კონცერტზე დასწრების მსურველებს 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.
ავტობუსები მეტროსადგურ "დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.
6 ივლისს 17 საათიდან Lisi Wonderland-ში "ზაფხულის დღის სიზმარი" ერთდღიანი ფესტივალ-პიკნიკი დაიწყება. საღამოს კი Soft Eject-ის კონცერტი გაიმართება და ბენდის წევრების მიერ შექმნილი წიგნის "მაწანწალა" პრეზენტაცია შედგება.
ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რუსთავში ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, პროექტი, რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრო რაიონების დაცვის მიზნით ხორციელდება და ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების მშენებლობას ითვალისწინებს.
იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული ღვარცოფისა და ჭარბი ნალექის შედეგად, რუსთავის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, წლების განმავლობაში იტბორებოდა. როგორც...
გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება. ამის შესხებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გურიაში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა.
გურიის მხარის რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიასა და გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამყრელიძემ C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაციისა და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიური იმუნიზაციის, ასევე კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამისა და ტყვიის შემცველობის...
ქობულეთში 10 უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში 15 ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასა და ტროტუარებს აწესრიგებენ, ამასთან, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.
"დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული...
დღეს დილით მეტროში ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" "სამგორამდე "გადაადგილდებოდნენ.
ტექნიკური ხარვეზი 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ეტაოზე კი, თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მომხდარი ინციდენტის გამო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაიტვირთა.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვალა. ამასთან, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ხოლო ვაგონების რეაბილიტაცია 100 მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება...
რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური
გარდაქმნებისა და დემოკრატიზაციის ტალღის კვალდაკვალ, დროებითმა ხელისუფლებამ
დაიწყო პოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნა და ერთგვარი რეფორმირება. დროებითი
მთავრობის არცთუ წარმატებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ამიერკავკასიაში,
აქტიური პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა
გადადგმული. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ადგილობრივ თვითმმართველობათა რეფორმის
გატარება იყო. 1917 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ ჩაატარა ქალაქის
თვითმმართველობების არჩევნები, ამ პერიოდში საქართველოს არაერთ ქალაქს მიენიჭა
თვითმმართველის სტატუსი, მათ შორის ისეთ პატარა ქალაქებს,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ეკატერინე ბასილაია
ალაზნის ველზე ხანძარი გიზგიზებს - მოსახლეობის მიერ მინდვრებზე ცეცხლის განზრახ
წაკიდების სეზონი ისევ გაიხსნა. სულ მალე ანალოგიური ვითარება იქნება შირაქშიც.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ მიწის
ნამჯისაგან გასაწმენდად ნაკვეთებზე ცეცხლის წაკიდება დაიწყო და ამ იოლ ვანდალურ
ხერხს მიმართავს ყოველ წელს, რის გამოც ივნისში ამ ტერიტორიებზე ხანძრები
გიზგიზებს და დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ლაგოდეხის სოფლები მჭვარტლშია
გახვეული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტში აცხადებენ, რომ...
წინა სტატია
სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.
კალაძის თქმით, ხიდები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ისინი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა.
"ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინგრევა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ყოფილ სამხედრო ქალაქ №1-სა და მასივ ჯივანის ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
ხიდზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დიდი ღრმულებია, ჩაყრილია ქვები და დაფენილია დაფები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაფენილი დაფები დამპალია და უკვე იმხელა ხვრელებია, რომ ყოველ გადასვლაზე არსებობს დიდი საფრთხე, ფეხქვეშ ხიდი ჩაენგრეთ. თუმცა ამის მიუხედავად მიმდინარე წლის 2019 წლის ბიუჯეტში ხიდის რეაბილიტაცია გათვალისწინებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































