გონიოს ციხის ტერიტორიაზე ​იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

1610

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ინფორმაციასნ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. ასევე, ნაპოვნია მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც. სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები, დასრულდა ციხის ორი კოშკის რესტავრაცია.