კარდენახში შიდა საუბნო გზებს აწესრიგებენ

699

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფილი ბავშვთა სახლისკენ მიმავალი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 800 მეტრამდე მონაკვეთს: ე.წ. “ნუშების”, “ფოჩიაანთ” და “ჩახვაანთ უბნებში”.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 637 618 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო” ახორციელებს.