ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზ. ვ. დააკავეს.
ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე გამოცემა "ნიუპრესთან" საუბარში ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
"ახლა მოვედი მერიაში, არ ვიცი დეტალები, როგორც მითხრეს ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული, სავარუდოდ, ხუთასი ლარია. გადაყვანილია ქუთაისში, დამატებით დეტალები არ ვიცი, ვარკვევთ,"-განაცხადა თემუმ ჩუბინიძემ.
არსებული ინფორმაციით, ზ. ვ. მერიაში 2012 წლიდან მუშაობს.
დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადიგენის მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით 26 000 ლარი გაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, შემოიღობება ეზო და მოეწყობა შესასვლელი ჭიშკარი. ამასთან, თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდება მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც მოეწყობა გასართობი ატრაქციონი სასრიალოებითა და საქანელებით, დაიდგმება სკამები და ურნები, დამონტაჟდება თბილი ნათების დიოდური ლამპიონები. ასევე, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია თელავის მუნიციპალიტეტში იწყებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზს და მასზე დაყრდნობით გენდერული მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემუშავებას. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნული პროექტი, თელავის გარდა, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
"იწყება პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე...
პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივმა ზღვარმა, რაც დღეს 25 წელია პარლამენტისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ზოგადად საარჩევნო სისტემასა და გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებიც განიხილება.
"ეს არის საბჭოთა ქართველების მიერ ახალი თაობისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერი, რომელიც კვებავს ქართული პოლიტიკური ჭაობის სიცოცხლისუნარიანობას.
ასაკობრივი ზღვრის დაწევა:...
ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით, ხვალ, 11 ივლისს ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში“, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.
ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები....
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ შემოვლითი გზებით მგზავრობის დრო თითქმის ნახევრდება.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს 13 კილომეტრი სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი აშენდება.
ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
"ამ...
წინა სტატია
ამ და მსგავსი პროექტებით საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ ბიზნესს, რომ შექმნან ახალი სივრცეები, მოაწყონ მეტი კომერციული ობიექტი და მიიღონ მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლის დთვალიერებისას განაცხადა.
"სასიხარულოა, რომ წელს დამსვენებელს ქობულეთში შეგვიძლია შევთავაზოთ სრულად აღდგენილი ბულვარი, დაახლოებით, 2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ნაპირდაცვით სამუშაოებთან ერთად გაკეთდა. ეს...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.
"ჩვენ პრაქტიკულად მუდმივი, ღია და უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან ამ საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენი ხედვების დაახლოებისთვის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის...
წინა სტატია
თბილისის მერია ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო კომპანია "TEGETA TRUCK AND BUS-ს" დააჯარიმებს. საქმე ეხება მერიის მიერ შესყიდულ MAN-ის 90 ავტობუსს, რომლის ნაწილიც, 50 ავტობუსი, კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია. მიწოდების ვადა ივნისში ამოიწურა.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ჯარიმას იხდის. ჯარმის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც კომპანია ავტობუსებს მერიას მიაწოდებს.
"თუმცა, აუცილებლად მოგვაწოდებენ ყველა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ირმა სინაურიძე-მაყაშვილი
რაღაცნაირად საქმე ვერ არის კარგად… დიდი მოთმინების პატრონი უნდა იყო, რომ ის ბაკქანალია, ის უმაგალითო კამპანია აიტანო, რომელსაც ჩვენებური გალაღებული ბოლშევიკები აწარმოებენ. ყოველგვარი კილო ხომ დაკარგეს, დაბალი ხარისხის დემაგოგიური კილო ხომ გააბატონეს და სრულიად დაუმსახურებელი ტრაბახით ყურები გამოგვიჭედეს . ბაზარში ამბობდნენ, თვალყურს ვადევნებთ ყოველდღე და ვერ გავრკვეულვართ, ვისთან გვაქვს საქმე - მარქსისტებთან თუ ანარქისტებთანო…
თითქოს მზეს...
თბილისის 50-ზე მეტ ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რიგ ბაღებში იცვლება გზის საფარი, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, დაზიანებული სათამაშო მოედნების აღდგენა-განახლება, ახალი სპორტული და სათამაშო მოედნების მშენებლობა, სახურავების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.
სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაღების ინფრასტრუქტურა მუდმივ განახლებას საჭიროებს და სააგენტოს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ამ პროექტების დასაფინანსებლად.'
"საკმაოდ დატვირთული ზაფხული გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ახალი...
ადიგენში, მლაშე–მოხე–დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა. კომპანია, სამუშაოებს ხეების მოჭრის ნებართვის მიღების შემდეგ გააგრძელებს. ამისთვის სამინისტრომ მთის ის ნაწილი, სადაც გზა გაივლის, ტყის ფონდიდან უნდა ამოიღოს. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.
სოფელ კიკიბოსთან, მეწყერის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთთან, ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის 375 476 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება შპს „არალთან“ 12 მაისს გაფორმდა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გამოყოფილი ტყის ფონდი, სადაც ალტერნატიულმა გზამ უნდა გაიაროს, საკმარისი...
ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოქალაქეებს შესვენების დროის გარეშე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიაში მისულ მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, სოციალურ სამსახურს შესვენების დროსაც მიმართონ.
როგორც გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, ეს გარკვეული შეღავათი იქნება მათთვის დილიდან - საღამომდე ლოდინის გარეშე ისარგებლონ სოციალური სამსახურის მომსახურეობით.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეებს ყველა საჭირო...
გორში, ქუთაისისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთი შენობის კედელზე სულხან-საბა ორბელიანის გრაფიტი გაჩნდა, რომელიც 25 ივნისს საბაუნის წარმომადგენლებმა დახატეს.
სულხან-საბა ორბელიანის გორში "გამოჩენაზე" qartli.ge წერს.
სულხან-საბა ორბელიანი უკვე გორშიც დაგხვდებათ და შეგახსენებთ, რომ განათლება თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარია, - აღნიშნავენ საბაუნის (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი) წარმომადგენლები.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნახატს პატივისცემით ნიშნად ეამბორა კიდეც. გამვლელებისთვის ის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.
"გორთან დაკავშირებით,...
გორში, თეატრის სკვერში, მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო დაიკეტა. გორის მერია გეგმავს, რომ საპირფარეშო ჯერ შეაკეთოს და შემდეგ გააქირაოს.
ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს.
მიზეზად, მოქალაქეების მხრიდან საპირფარეშოს დაზიანება და არსებული ანტისანიტარია სახელდება.
როგორც მერიაში თქვეს, აღნიშნულ სველ წერტილს სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მაშინ ჩაუტარდა, როდესაც ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო.
მოქმედი თვითმმართველობის პედოდში კი, კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, რამდენჯერმე შეკეთდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით,...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტი იწყება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6850 ლარი გამოიყოფა
„ყორჩიბაშიშვილების ციხის ჩრილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის აუცილებლობა, რომელიც ერთიანობაში თავის დროზე ნანგრევებად ქცეული ციხის კონტურების აღდგენას შეუწყობს ხელს. ციხეზე ეტაპობრივად მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესები მასში ჩართული ბურჯების აღდგენა და მათში მოწყობილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































