ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოქალაქეებს შესვენების დროის გარეშე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიაში მისულ მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, სოციალურ სამსახურს შესვენების დროსაც მიმართონ.
როგორც გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, ეს გარკვეული შეღავათი იქნება მათთვის დილიდან – საღამომდე ლოდინის გარეშე ისარგებლონ სოციალური სამსახურის მომსახურეობით.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისი შეუქმნათ, კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოში, შეზღუდვების გარეშე შეძლონ მერიის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობა. ეს სიახლე ვფიქრობ გაუმარტივებს მათ მომსახურეობის პირობებს და აღარ მოუწევთ ლოდინი შესვენების საათებში. სოციალური მიმართულებით, სამომავლოდ სხვა სიახლეებსაც ვგეგმავთ, რომლის შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.