ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

1082

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზ. ვ. დააკავეს.

ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე გამოცემა “ნიუპრესთან” საუბარში ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

“ახლა მოვედი მერიაში, არ ვიცი დეტალები, როგორც მითხრეს ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული, სავარუდოდ, ხუთასი ლარია. გადაყვანილია ქუთაისში, დამატებით დეტალები არ ვიცი, ვარკვევთ,”-განაცხადა თემუმ ჩუბინიძემ.

არსებული ინფორმაციით, ზ. ვ. მერიაში 2012 წლიდან  მუშაობს.