დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადიგენის მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით 26 000 ლარი გაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში, შემოიღობება ეზო და მოეწყობა შესასვლელი ჭიშკარი. ამასთან, თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდება მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც მოეწყობა გასართობი ატრაქციონი სასრიალოებითა და საქანელებით, დაიდგმება სკამები და ურნები, დამონტაჟდება თბილი ნათების დიოდური ლამპიონები. ასევე, სკვერში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.