სტატიის გაგრძელება
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა“ გაიმარჯვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
4,2 ჰექტარზე 1 000 ავტომობილზე სადგომს კომპანია 8 989 898 ლარად გააკეთებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა...
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო იქნება.
როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა, თუმცა პროგრამაში შედის ცვლილება და ამ ხარჯის გაწევა საჭირო აღარ იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელიც ც ჰეპატიტის პროგრამაში შევიტანეთ. იცით, რომ საქართველო არის ძალიან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ "ჭანდრის ხევის" გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.
"ჭანდრის ხევი" წლების განმავლობაში იყო დაზიანებული და ნალექის დროს, ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის სავარგულების ტერიტორიას წყლით ავსებდა.
სამუშაოების ღირებულება 29 318 ლარს შეადგენს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
"დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტებში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები მივეცით თბილისის მერიას და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, თუმცა ანალოგიური...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 9 აპრილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის ქუჩაზე 1 675 მეტრის მანძილზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა. ასევე, ქუჩის ჩიხებში 1 400 კვადრადული მეტრის ფართობზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გზის რეაბილიტაციაზე 1 069 234 ლარი დაიხარჯება.
ხოლო რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, აქ მათივე ცნობით, 500 მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის...
ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ბათუმში ახალი სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.
აჭარის მთავრობის ცნობით, სკვერში 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დაიგო ფილები, მოეწყო შადრევანი და საპარკინგე სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია. საგანგებოდ ამ დღისთვის, სკვერის გახსნაზე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი უკრავდა.
"ბათუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ერთი ახალი სკვერი, რომელიც უფრო გამწვანდება შემოდგომიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს, უფროს თაობას...
დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
"დაბა ბაკურიანში დღეს აქტიურად მიმდინარეობს: სოფელ მიტარბის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დიდველის საპარკინგე ადგილის მოწყობა, შემოვლითი გზის მშენებლობა, „წრიული“ გზის რეაბილიტაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, "მელისის” დასახლებაში გზის მოწყობა.
პარალელურად მიმდინარეობს ბაკურიანში დარჩენილი ქუჩების პროექტირება, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს განხორციელდება", - განმარტავენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია, სკვერის...
ფონიჭალაში სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილით, ძველ ავტოფარეხებს დემონტაჟი უტარდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი, 4 000 კვ.მ-ზე განთავდება.
"პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე, მოეწყობა სარწყავი და გარეგანათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებლი კუთხეები.
სკვერში ოთხი საბავშვო ზონა გაკეთდება, რომელიც რეზინის ბორდიურით...
სამგოროს რაიონში სპორტულ და დასასვენებლ სივრცეებს აწყობენ. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება, სადაც ხელოვნურსაფარიანი მოედანი 540 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
"თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. დამონტაჟდება კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათების სისტემა. ასევე, სპორტულ მოედანთან მოეწყობა ტრიბუნა", - განმარტავენ გამგეობაში.
სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "დანი კონსტრაქშენი“ აწარმოებს. პროექტის...
წინა სტატია
ქუთაისის მერია, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“, შენობის ფასადზე გამოკრული მერიის მაღალჩინოსნების პლაკატების ჩამოსახსნელად ათდღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიამ „სავანე“ ამ მიზეზით ერთხელ უკვე დააჯარიმა. ჯარიმის საფუძველი ისტორიული ზონის იერსახის დამახინჯება იყო, თუმცა, საქალაქო სასამართლომ კაფის მფლობელები მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო, ჯარიმის გადახდის ან პლაკატების ჩამოხნის ვალდებულება კი არ დაუკისრებია....
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარუჯა-ლაითურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ანასეულის დასახლებიდან დაბა ნარუჯის გავლით, დაბა ლაითურის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის სიგრძე 7 280 მეტრია. ასევე იგეგმება ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობა, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდიმილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება და ადგილობრივებს გადაადგილება კომფორტული გზით შეეძლებათ. სამუშაოებს შპს „გზამშენი18“ ახორციელებს,...
ახალქალაქში, გოგაშენის და ვარძიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ორჯერ ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის თქმით, გზაზე მეწყერისაგან ჩამოშლილი მასის დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია.
„აქ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია, ზედა ფენის ჩამოშლის საშიშროება აღარ არსებობს. გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა პრობლემა ვიწრო გზაა და ტექნიკა ბევრი ერთად ვერ უდგება“,– გვიხსნის შალვა ბერძენიშვილი.
მისივე თქმით,...
კრწანისის რაიონში, საიათნოვას N13-ში, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა,
"სამუშაოების I ეტაოის ფარგლებში, გამაგრდა ფუძე-საძირკვლი, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა ფანჯრის სარკმლები და საყრდენი კედლები. ახლა კი მიმდინარეობს გამაგრების მეორე ეტაპი, რაც ფასადის, აივნების დაშლა-აღდგენასა და ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას ითვალისიწნებს.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ სახლის დაზიანებული დეტალების დაშლა...
საბურთალოს რაიონში ნოზაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 5 800 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.
"ამ დროისთვის, ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების კომპანია "ცეკური“ აწარმოებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება", - განმარტავენ გამგეობაში.
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდინარე ნატანებზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სახიდე გადასასვლელი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია აგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 946737 ლარია.
ზესტაფონის სოფელ დილიკაურში ქველეთუბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფლის აღნიშნული დასახლებისთვის ეს პირველი პროექტია, სადაც გზის აღდგენა ბეტონის საფარით ხდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქველეთუბანში არასდროს განხორციელებულა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მსგავსი მასშტაბის სამუშაოები.
რეაბილიტაცია 1 კმ - იან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 167 777 ლარია.
ქველეთუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































