საბურთალოს რაიონში ნოზაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 5 800 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.
“ამ დროისთვის, ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების კომპანია “ცეკური“ აწარმოებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება”, – განმარტავენ გამგეობაში.