გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ “ჭანდრის ხევის” გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.
“ჭანდრის ხევი” წლების განმავლობაში იყო დაზიანებული და ნალექის დროს, ჭანდრისა და სოფელ გურჯაანის სავარგულების ტერიტორიას წყლით ავსებდა.
სამუშაოების ღირებულება 29 318 ლარს შეადგენს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.