სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 9 აპრილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, 9 აპრილის ქუჩაზე 1 675 მეტრის მანძილზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა. ასევე, ქუჩის ჩიხებში 1 400 კვადრადული მეტრის ფართობზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გზის რეაბილიტაციაზე 1 069 234 ლარი დაიხარჯება.
ხოლო რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, აქ მათივე ცნობით, 500 მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, სამუშაოებს კი 364 350 ლარი მოხმარდება.
წნორში გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.