ქალაქ ოზურგეთში, შეკვეთილისა და ურეკის საკურორტო ზონებში ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები განთავსდა.
ტურისტებს საშუალება აქვთ ოზურგეთის რუკისა და ტურისტული ინფორმაციის საშუალებით გაეცნონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სანახავ ადგილებს.
აღნიშნული მანათობელი კონსტრუქციების შეძენა და ტურისტულ ზონებში განთავსება ოზურგეთის მერიის ტურიზმის განყოფილების ინიციატივაა. კონსტრუქციების შეძენა და მონტაჟი მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით უზრუნველყო.
ტურისტული ინფორმაცია და ოზურგეთის რუკა განთავსებულია შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის "ბლექ სი არენას“, "ციცინათელასა“...
ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ისნის გამგეობაში აცხადებენ, ასფალტის საფარი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება.
"პროექტის ფარგლებში, ბორდიური მოეწყობა და დაზიანებულ ასფალტს ახალი, ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს. საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "ბი-ემ-სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარია", - აცხადებენ გამგეობაში.
ისნის რაიონში, ავლაბარში, მრევლიშვილის ქუჩის მესამე შესახვევში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორ გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად ტარდება.
"სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარი და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 950 კვ.მ ფართობზე დაიგება. საგზაო სამუშაოებს, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარით დაფინანსდა, შპს "გუმი“ აწარმოებს", - აცხადებენ გამგეობაში.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს მაჟორიტარ...
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღვითორი - მელუშეეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე ჩატარებული მოასფალტების პროცესი შეაფასეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი - მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 5200 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ნიუ პოვერმა“ განახორციელა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან განხორციელდა და...
სოფელ ხუნევში, კალოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება 2018 წელს უნდა შეესრულებინა. შპს "საპოვნელა" სამუშაოებს, ახლა, სანქციების თანხლებით ასრულებს.
გზის მშენებლები განმარტავენ, რომ 800 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დაასრულებენ.
გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
"სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა 'ენკა“ აწარმოებს", - აცხადებენ გამგეობაში.
"თბილისის მერია მუხიანის...
ტყიბულის მუნიციპალლიტეტში, სოფლის შიდა გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და 11 მიმართულებით, 6 620 კმ გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს: მუხურა; მანჭიორი; ახალსოფლი; ცუცხვათი-ძუყნური; ხრესილი (ორღელე); მანდიკორი; ბობოთი; სოჩხეთი (მუხნარი); კურსები (უკლებების უბანი); გურნა (ნაჭიშკრევი) და ოჯოლა.
ცუცხვათი-ძუყნურის გზაზე ბეტონის დაგების პროცესს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე მოადგილებთან ერთად დაესწრო...
ისნის რაიონნში, ვაზისუბანში, ონაშვილის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხებს დემონტაჟი ჩაუტარდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოაწყო.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში ბავშვთა გასართობი მოედანი
განთავსდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.
სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა; დამონტაჟდა LED განათების სისტემა; ჩატარდა...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 208 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.
11 წლის წინ აგვისტოს ომში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან წასული ბიჭებიდან, მამუკა სამაკაშვილი, ფილიპე მგალობლიშვილი, რომან უგრეხელიძე და მამია ფანცულაია უკან ვეღარ დაბრუნდნენ, ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.
მამუკა სამაკაშვილის სახელს ატარებს...
პროექტ „დაიბრუნე შენი ქუჩების“ ეგიდით, მოყვარული მორბენალებისთვის დიღმის ტყე-პარკში "ზაფხულის გარბენი“ მოეწყობა.
ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, გარბენის მიზანი, ღია სივრცეებში ფიზიკური აქტივობის პროპაგანდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
მათივე ცნობით, გარბენში მონაწილეობა თავისუფალია, რეგისტრაცია - 12:00 საათი.
გორში, ქუთაისის ქუჩის ერთი მონაკვეთის (აღმაშენებლის გამზირიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე) რეაბილიტაცია დასრულდა, მეორე მონაკვეთისა კი (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩამდე) ინტენსიურად მიმდინარეობს.
ორივე მონაკვეთის ჯამური სიგრზე 340 მეტრია.
აღნიშნული მონაკვეთების სარეაბილიტაციო პროექტებით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში შპს „სსსN“ გაიმარჯვა.
სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 293 578 ლარი შეადგინა.
პროექტები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ვანის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 5 ვანელი ჯარისკაცი: ილია გაბუნია, დავით დვალიშვილი, მიშიკო დვალიშვილი, შოთა ხურციძე და შალვა ტრაპაიძე გმირულად დაიღუპნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა საფლავებზე მივიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების...
თერჯოლაში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიება დაიწყო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალის შემკობით, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჯერ სოფელ ღვანკითში ვალერი გოგნაძის მემორიალი შეამკეს გვირგვინებითა და ყვავილებით, შემდეგ - სოფელ ძევრში უშანგი სოფრომაძის მემორიალი, ასევე სოფელ კვახჭირსა და ჭოგნარში გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგეს პატივი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, უშანგი...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფლების ურავლის, წნისისა და აწყურის საჯარო სკოლებში. ურაველში და წნისში სანიტარული კვანძები ეწყობა, ხოლო აწყურის საჯარო სკოლაში შენობის სახურავი და ელექტროგაყვანილობა იცვლება.
მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მერი ლევან ლიპარტია მოადგილეებთან დავით ზაალიშვილთან და ბუბა ბერიძესთან ერთად გაეცნო.
ამჟამად მოედნები ეწყობა: სოფელ ყვიბისში; სოფელ ჩითახევში; სოფელ დვირის საჯარო სკოლის ეზოში; მთის ხეობის მიმდებარედ;
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ ასევე წელს დაიწყება კიდევ 5 სპორტული მოედნის მოწყობა.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა 2 სოფელში, კორტანეთსა და ბეშეთში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჯარისკაცების მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სოფელ წერეთლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე აკოფიანმა აღავლინა.
ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































