2008 წლის ომში დაღუპულ 5 მებრძოლის ოჯახებს თერჯოლაში ფულადი დახმარება გადაეცა

691

თერჯოლაში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიება დაიწყო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალის შემკობით, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჯერ სოფელ ღვანკითში ვალერი გოგნაძის მემორიალი შეამკეს გვირგვინებითა და ყვავილებით, შემდეგ  – სოფელ ძევრში უშანგი სოფრომაძის მემორიალი, ასევე სოფელ კვახჭირსა და ჭოგნარში გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავებს მიაგეს პატივი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი, ბადრი ბასილაძე და ალია ბარდაველიძე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცემა.