გორში ქუთაისის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

1225

გორში, ქუთაისის ქუჩის ერთი მონაკვეთის (აღმაშენებლის გამზირიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე) რეაბილიტაცია დასრულდა, მეორე მონაკვეთისა კი (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩამდე) ინტენსიურად მიმდინარეობს.

ორივე მონაკვეთის ჯამური სიგრზე 340 მეტრია.

აღნიშნული მონაკვეთების სარეაბილიტაციო პროექტებით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში შპს „სსსN“ გაიმარჯვა.

სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 293 578 ლარი შეადგინა.

პროექტები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდიდან ფინანსდება.