2008 წლის ომში დაღუპული 5 ვანელი მებრძოლის ოჯახს 500-500 ლარი ჩაერიცხა

823

ვანის მუნიციპალიტეტში  8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 5 ვანელი ჯარისკაცი: ილია გაბუნია, დავით დვალიშვილი, მიშიკო დვალიშვილი, შოთა ხურციძე და შალვა ტრაპაიძე გმირულად დაიღუპნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა საფლავებზე მივიდა და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი დახმარების სახით ბიუჯეტიდან 500-500 ლარი ჩაერიცხა.