მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჯარისკაცების მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სოფელ წერეთლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე აკოფიანმა აღავლინა.
ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500 – 500 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ.