ისნის რაიონში, ავლაბარში, მრევლიშვილის ქუჩის მესამე შესახვევში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორ გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად ტარდება.
“სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარი და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 950 კვ.მ ფართობზე დაიგება. საგზაო სამუშაოებს, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 60 000 ლარით დაფინანსდა, შპს “გუმი“ აწარმოებს”, – აცხადებენ გამგეობაში.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ისნის გამგებელი მოსახლეობას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას პარალელურ ქუჩებზეც შეჰპირდა.