2008 წლის ომში წყალტუბოდან დაღუპული 4 მებრძოლის ოჯახს 1500-1500 ლარი გადაეცა

864

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 208 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.

11 წლის წინ აგვისტოს ომში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან წასული ბიჭებიდან, მამუკა სამაკაშვილი, ფილიპე მგალობლიშვილი, რომან უგრეხელიძე და მამია ფანცულაია უკან ვეღარ დაბრუნდნენ, ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.

მამუკა სამაკაშვილის სახელს ატარებს წყალტუბოში ქალაქის მე-2 საჯარო სკოლა. ასევე  სანატორუმ “საქართველოსთან” მიმავალი ქუჩაც მამუკა სამაკაშვილის ქუჩაა.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ფარცხაყანაყანევის მე-2 საჯარო სკოლა, საქართველოს გმირის – მამია ფანცულიას სახელობის გახდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1500 -1500 ლარი გადაეცათ.