11 აგვისტოს დიღმის ტყე-პარკში “ზაფხულის გარბენი“ მოეწყობა

806

პროექტ „დაიბრუნე შენი ქუჩების“ ეგიდით, მოყვარული მორბენალებისთვის დიღმის ტყე-პარკში “ზაფხულის გარბენი“ მოეწყობა.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის, საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, გარბენის მიზანი, ღია სივრცეებში ფიზიკური აქტივობის პროპაგანდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

მათივე ცნობით, გარბენში მონაწილეობა თავისუფალია, რეგისტრაცია – 12:00 საათი.