ქალაქ ოზურგეთში, შეკვეთილისა და ურეკის საკურორტო ზონებში ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები განთავსდა.
ტურისტებს საშუალება აქვთ ოზურგეთის რუკისა და ტურისტული ინფორმაციის საშუალებით გაეცნონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სანახავ ადგილებს.
აღნიშნული მანათობელი კონსტრუქციების შეძენა და ტურისტულ ზონებში განთავსება ოზურგეთის მერიის ტურიზმის განყოფილების ინიციატივაა. კონსტრუქციების შეძენა და მონტაჟი მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით უზრუნველყო.
ტურისტული ინფორმაცია და ოზურგეთის რუკა განთავსებულია შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის “ბლექ სი არენას“, “ციცინათელასა“ და მინიატრურების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ურეკსა და ოზურგეთში – ცენტრალურ ქუჩებში.