ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ განთავსდა ახალ, კეთილმოწყობილ ფართში, რომელიც მდებარეობს სოფელ ბებნისის ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნული ფართი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ, იჯარის ფორმით გადაეცა, ხოლო პოლონეთის საელჩოს დახმარების ფონდის მეშვეობით გარემონტდა და კეთილმოეწყო. დღის ცენტრში ამჟამად 15 ბენეფიციარი ირიცხება, ხოლო სამომავლოდ გათვალისწინებულია რიცხოვნობის 30 ბენეფიციარამდე გაზრდა. შენობის გახსნას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, ცენტრის წარმომადგენლები,...
ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში რამდნეიმე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, კეთილმოეწყო ეზოს ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და სტადიონზე შეიცვალა ხელოვნური ბალახის საფარი. კერძოდ, ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში ცველი წერტილებისთვის ახალი ოთახები აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო, ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის ეზო ახალი ღობით შემოისაზღვრა და სველი წერტილები გაკეთდა. გარდა ამისა, სოფელ საბუეში საჯარო სკოლის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ახალი სკვერი მოეწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერის მოწყობა მოსახლეობის სურვილით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგელბში განხორციელდა. საბავშვო სკვერში მოეწყო ფანჩატური, დამონტაჟდა სასრიალო ატრაქციონი და ორგანყოფილებიანი საქანელა. დაიდგა საპარკე სკამები და ნაგვის ურნები. დაიგო ფილები და მოეწყო ბორდიურები. დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და სანათები. პროექტზე 28 776 ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შპს. „ხაჩამ“ შეასრულა.
17 სექტემბერს 10:30 საათზე, ქალაქ ახმეტის კულტურის სახლის დარბაზში, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის პრეზენტაციას "სტუდია 21'' წარადგენს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობს. დოკუმენტი, მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იქმნება. მარნეულის მერიაში ახცადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯერად, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრები მართავენ. შეხვედრები სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას ყურადღება, პრიორიტეტების შერჩევასა და...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასთინ მაქენზი სმითთან ერთად, „ბრიტანული სეზონი 2019“ საზეიმოდ გახსნა. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოში ბრიტანული სეზონის გამართვა  ხელს შეუწყობს ბრიტანეთის კულტურისა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებას. „ძალიან მიხარია,...
საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტით საქართველოს შინამეურნეობების 79.3%-ია  უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5%-ით აღემატება. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8%-ით გაიზარდა და 86.1% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 5.1%-ით და 69.9%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარაშია – 89.8%, მეორე ადგილზე თბილისია  – 88.4%. შედარებით დაბალია ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი შიდა ქართლში...
თბილისში, შარდენზე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალის სტუმარს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონების სხვადასხვა ჯიშის ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის პერფორმანსი. ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდა.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება. ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით. ამასთან, სამუშაოები GFA Consulting Group-ის მხარდაჭერით წარიმართება. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს სამი სხვადასხვა კატეგორიის...
წინა სტატია "ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები ("კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ცნობით, 14 სექტემბერს სატრანსპორტო სქემები შემდეგნაირად განისაზღვრა: კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით, შალვა დადიანისა...
პარლამენტი საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო განხილვებს იწყებს. პირველი შეხვედრა დღეს, 13 სექტემბერს თელავში გაიმართება. ცვლილებები შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. ქვეყნის მასშტაბით კი დაგეგმილია 11 საჯარო შეხვედრა. სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ. განხილვები თვის ბოლომდე გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის კი პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ახალი ვერსია უნდა...
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართეს. "რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დანიის სამეფოს პროექტის -"ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მატივე ცნობით, აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის "საქართველოში ენერგოეფექტურობისა...
პარასკევს დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია მორიგეობს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავს. პოლიციელებთან ერთად გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან. მერიიდან გაგზავნილ ჯგუფს მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ხელმძღვანელობს. გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, ეს მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომლის მეშვეობით, ტანსაცმლით მოვაჭრეებს ვაჭრობის საშუალება არ მისცეს. უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა. ურთიერთლანძღვის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს, კობა ბერიანიძესა და ფრაქცია "ძლიერი გორი" წევრს, კახა ბურჯანაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბურძანაძის მიერ სხდომაზე დაგვიანებით შესვლა გახდა, რაზეც კობა ბერიანიძემ შენიშვნა მისცა. "შენ რა შენიშვნებს მაძლევ, შე ქათამო,...
სავარაუდოდ, 1 წელიწადში სურამს უკვე ექნება განვითარების გენგეგმა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩატარდება იმ სახის სამუშაოები, რომელიც სურამს სრულფასოვან და საერთაშორისო სტანდარტების კურორტად ჩამოაყალიბებს. "სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი, პოტენციურად საინტერესო ადგილების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც და არსებული ფუნქციების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში 18 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოებზე 46 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. გურჯაანის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილებამ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. პრიორიტეტი კი მეღვინეობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომზადდა და დასამტკიცებლად ბრიუსელში გაიგზავნა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ