მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობს. დოკუმენტი, მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იქმნება.
მარნეულის მერიაში ახცადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯერად, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრები მართავენ. შეხვედრები სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას ყურადღება, პრიორიტეტების შერჩევასა და ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.