გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში 18 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოებზე 46 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
გურჯაანის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილებამ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. პრიორიტეტი კი მეღვინეობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარების სტრატეგია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომზადდა და დასამტკიცებლად ბრიუსელში გაიგზავნა.