გორში პოლიციამ გარემოვაჭრეებს დგომა კიდევ ერთხელ აუკრძალა

678

პარასკევს დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე პოლიცია მორიგეობს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გარემოვაჭრეებს ტროტუარზე დგომას უკრძალავს.

პოლიციელებთან ერთად გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან. მერიიდან გაგზავნილ ჯგუფს მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ხელმძღვანელობს.

გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, ეს მორიგი ღონისძიება ჩატარდა, რომლის მეშვეობით, ტანსაცმლით მოვაჭრეებს ვაჭრობის საშუალება არ მისცეს.

უკანონო უკანონო გარევაჭრობა გორში 2018 წლის მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი, მხოლოდ, მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.