ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ განთავსდა ახალ, კეთილმოწყობილ ფართში, რომელიც მდებარეობს სოფელ ბებნისის ადმინისტრაციულ შენობაში.
აღნიშნული ფართი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ, იჯარის ფორმით გადაეცა, ხოლო პოლონეთის საელჩოს დახმარების ფონდის მეშვეობით გარემონტდა და კეთილმოეწყო.
დღის ცენტრში ამჟამად 15 ბენეფიციარი ირიცხება, ხოლო სამომავლოდ გათვალისწინებულია რიცხოვნობის 30 ბენეფიციარამდე გაზრდა. შენობის გახსნას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, ცენტრის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები.