გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ახალი სკვერი მოეწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერის მოწყობა მოსახლეობის სურვილით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგელბში განხორციელდა.
საბავშვო სკვერში მოეწყო ფანჩატური, დამონტაჟდა სასრიალო ატრაქციონი და ორგანყოფილებიანი საქანელა. დაიდგა საპარკე სკამები და ნაგვის ურნები. დაიგო ფილები და მოეწყო ბორდიურები. დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და სანათები.
პროექტზე 28 776 ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შპს. „ხაჩამ“ შეასრულა.