დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართეს.
“რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დანიის სამეფოს პროექტის -“ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მატივე ცნობით, აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის “საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.
მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა, რუსთავის მე-6 ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს.
მე-6 საბავშვო ბაღში, ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით, სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩატარდა.
ევროკავშირის გრანტითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, “მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტი #6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში განახორციელა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამომავლოდ, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დანიის სამეფოს მხარდაჭერით იგეგმება.
დანიის სამეფოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა
#ქვემოქართლი2019#რუსთავი2019
Posted by რუსთავის მერია / Rustavi City Hall on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019