ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში რამდნეიმე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, კეთილმოეწყო ეზოს ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და სტადიონზე შეიცვალა ხელოვნური ბალახის საფარი.
კერძოდ, ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში ცველი წერტილებისთვის ახალი ოთახები აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო, ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის ეზო ახალი ღობით შემოისაზღვრა და სველი წერტილები გაკეთდა. გარდა ამისა, სოფელ საბუეში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო ქალაქ ყვარლის პირველ საჯარო სკოლაში ეზოს აწესრიგებენ.