საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის დამაკავშირებელ (კმ.-49, კმ.-54) შიდასახელმწიფოებრივ გზაზე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, 6 006 გრძივ მეტრ მონაკვეთზე 200-მდე ენერგოეფექტური ლედ-ნათურა დამონტაჟდა. პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 495 841 ლარით დაფინანსდა. სამონტაჟო სამუშაოები შპს "აჭარ-განათებამ“ შეასრულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის მაგისტრალს მიწისქვეშ ათავსებენ. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 600-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება. სამუშაოებს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს "ბილდინგ დეველოპერი“ ააწარმოებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველიანებას "სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის...
ტყიბულის მუნიციპალლიტეტში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იხარჯება. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარი 6,620 გრძივ მეტრზე იგება და 11 მიმართულებას მოიცავს, "სოფელი მუხურა, მანჭიორი, ახალსოფელი, ცუცხვათი-ძუყნური, ხრესილი(ორღელე), მანდიკორი, ბობოთი, სოჩხეთი(მუხნარი), კურსები(უკლებების უბანი), გურნა(ნაჭიშკრევი), ოჯოლა , -  აღნიშნულ სოფლებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, ახალსოფელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და გაზიფიცირების სამუშაოებიც მიმდინარეობს", - აცხადებენ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებს. "პროექტის ღირებულება, რომელიც "სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, 377 458 ლარია. ამ დრომდე, უხვი ნალექის დროს, მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი იტბორებოდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. სტიქიის პრევენციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, მდინარე მეჯუდას პრობლემურ მონაკვეთებს შეეცვალა კალაპოტი და მოიჭრა გრუნტის დიდი ნაწილი....
პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორისაგან და ეს იმითაცაა განპირობებული, რომ მსაგავსი ისტორია და გამოწვევები გვაქვს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის (სეიმიკი) დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტში აცხადებენ,...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეეტის სოფელ ქვახვრელში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე, სააღმზრდელო პროცესი 2 სასწავლო წლის განმავლობაში დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობდა. "იმისათვის, რომ ბაღის აღსაზრდელებს შესაბამის პირობებში მიეღოთ სკოლამდელი განათლება, გამონთავისუფლდა ადმინისტრაციულ შენობის სრული ფართი. რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები და ჩატარდა სარემონტო სამუშაობი. ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისათვის გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49...
წინა სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, სკოლა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა და ღია და დახურული სპორტული მოედნები გაკეთდება. სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები. "ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები და დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს "ჯიტი კაპიტალმა" განახორციელა, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 119 000 ლარი დაიხარჯა", - აცხადებენ დმანისის მერიაში. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე...
ქალაქ მარნეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა გახსნეს. "აღსანიშნავია, რომ უახლესი სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200 მოსწავლეზეა გათვლილი და შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სასკოლო ინვენტარით", - აცხადებენ მარნეულის მერიაში. ახალი სკოლის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სკოლის საზეიმო გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის მხარეში...
16 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. "აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, რაც მოსახლეობას ყოფით პრობლემებს უქმნიდა. პატარებს წელს პირველად აქვთ საშუალება სკოლამდელი განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ. კალინინოს საჯარო ბაღი სამ ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულებაში 15 ადგილობრივი კვალიფიციური კადრი დასაქმდა. ხოლო სოფელ ჯანდარის საბავშვო ბაღი ორ ჯგუფს და 54 აღსაზრდელს...
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, სკოლებში მოეწყო სველი წერტილები, ასევე, კარ-ფანჯარები და სახურავები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ეს კი, ვფიქროთ სწავლის პროცესს კომფორტულსა და სასურველს გახდის. სკოლებში სარეაბილოტაციო სამუშაოები მომავალ წლებშიც გაგრძელდება",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში წელს 659 პირველკლასელი დარეგისტრირდა. მოსწავლეებს "დედა ენა“ და "ბუქები“ გადასცეს. ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან ქვემო...
განათლების სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 10 საჯარო სკოლა და 3 სკოლა-პანსიონი გარემონტდა, - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში სამუშაო პროცესი სწავლის პარალელურად გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება. გარდა ამისა, დუშეთის საკრებულოს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა I-IV კლასელ მოსწავლეს სკოლის ჩანთა და საკანცელარიო ნივთები საჩუქრად გადაეცა. დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წელს 242 პირველკლასელი შეემატა. ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან...
მცხეთის მუნიციპალიტეტში წელს განათლების ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 8 სკოლაში ახალი პროექტები განხორციელდა და ეს სკოლები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ, - აცხადებენ მცხეთის მერიაში. მათივე ცნობით, სკოლების განახლებისთვის პროექტების განხორციელება შემდგომშიც გაგრძელდება. ცნობისთვის, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტს 21 პროექტისთვის 2 მილიონი ერგო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის შემავალი დაწყებითი სკოლა გაიხსნა. როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, სკოლის 16 მოსწავლიდან 6 პირველკლასელია. სკოლის გახსნას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც სკოლაში შეკრებილ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
წინა სტატია ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, - აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტის ავტორი გია აბულაძე და სხვა არქიტექტორები, ახალგაზრდებთან ერთად, ამ ეტაპზე, აზომვით ნახაზებზე მუშაობენ. " განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების სამუშაოებში, გია აბულაძის ინიციატივით, სხვა სტუდენტებთან ერთად, ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და...
ფოთში მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა მიმდინარეობს. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაუწმენდიათ. "ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ