საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ახალი გარეგანათება მოეწყო

1254

საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის დამაკავშირებელ (კმ.-49, კმ.-54) შიდასახელმწიფოებრივ გზაზე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, 6 006 გრძივ მეტრ მონაკვეთზე 200-მდე ენერგოეფექტური ლედ-ნათურა დამონტაჟდა.

პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 495 841 ლარით დაფინანსდა. სამონტაჟო სამუშაოები შპს “აჭარ-განათებამ“ შეასრულა.