დმანისის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1178

დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მოპირკეთდა ეზოების ზედაპირი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები.

“ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგო კაუჩუკის ფილები და დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქციები. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შპს “ჯიტი კაპიტალმა” განახორციელა, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 119 000 ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ დმანისის მერიაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე მსგავსი ტიპის საბავშვო გასართობი სივრეეცბი სოფლელ ჯავახს, ვარდისუბანს, მაშავერასა და გომარეთსაც შეემატება.