ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის ავტორი გია აბულაძე და სხვა არქიტექტორები, ახალგაზრდებთან ერთად, ამ ეტაპზე, აზომვით ნახაზებზე მუშაობენ.
” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების სამუშაოებში, გია აბულაძის ინიციატივით, სხვა სტუდენტებთან ერთად, ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.
პროექტის ავტორი ადგილობრივ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრებს პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვის საკითხებზეც ახორციელებს.