გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

757

16 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოსა და ჯანდარაში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.

“აღნიშნულ სოფლებში სააღმზრდელო დაწესებულებები ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა, რაც მოსახლეობას ყოფით პრობლემებს უქმნიდა. პატარებს წელს პირველად აქვთ საშუალება სკოლამდელი განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ.

კალინინოს საჯარო ბაღი სამ ჯგუფზე და 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. სააღმზრდელო დაწესებულებაში 15 ადგილობრივი კვალიფიციური კადრი დასაქმდა. ხოლო სოფელ ჯანდარის საბავშვო ბაღი ორ ჯგუფს და 54 აღსაზრდელს მოიცავს და აქ დამატებით 12 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა”, – განმარტავენ მერიაში.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 546 000 ლარი გამოიყო.