ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე.
გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, სკოლა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა და ღია და დახურული სპორტული მოედნები გაკეთდება. სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.