ახმეტის სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლა გაიხსნა

769

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის შემავალი დაწყებითი სკოლა გაიხსნა.

როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, სკოლის 16 მოსწავლიდან 6 პირველკლასელია.

სკოლის გახსნას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც სკოლაში შეკრებილ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.