თბილისის მერიასთან "ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
"ჩვენ ვუერთდებით გლობალური კლიმატის მოძრაობას. დღეს მთელს მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა აპირებს გაფიცვას, რათა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ. ამ მოძრაობას შეუერთდა მსოფლიოს პროფკავშირის ორგანიზაციაც, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გლობალურ დონეზე არ აბინძურებს გარემოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ...
მარტვილის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი-ლებარდეს საავტომობილო გზის ექვს კილომეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტალერი-ლებარდეს გზა, მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლებარდემდე მიდის და მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, კურორტის განვითარებისა და ტურისტული თვალსაზრისით. მათივე ინფორმაციით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.
პროექტის შესაბამისად, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და განხორციელდება...
წინა სტატია
რუსთავქალაქობის დღესასწაული, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება, წელს ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები უკვე მეოცედ აღნიშნავენ. რუსთავის მერის ინფორმაციით, რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
"დღესასწაული 20 სექტემბერს 16.00.სთ-ზე, მეგობრობის გამზირზე, ( „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორია) რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებით, ფერების ფესტივალით და ჯგუფის ,,რეზო და ბავშვები“ კონცერტით გაიხსნება. კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დრამერების...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
სამშენებლო სამუშაოები სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას მოიცავს, გარდა ანისა, ჩატარდება გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოები და ტერიტორია კეთილმოწყობა.
სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1 200 მაყურებელზე და მასზე ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი,...
წინა სტატია
რაჭაში ონის მუზეუმის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას. შენობა იქნება...
გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობა 500 ათას დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის საელჩომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი/Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში", -...
ეკატერინე ბასილაია
პრომეთეს მღვიმე, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები - საქართველოს ეს სამი ყველაზე მსხვილი შემოსავლის მიმღები დაცული ტერიტორია ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია და ბოლო წლებია, ამ და კიდევ 11 ასეთ ტერიტორიაზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ადგილობრივი ჩინოვნიკები და თვითმმართველობაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ მუნიციპალიტეტებში ტურისტების ყოველწლიური მატება ერთი თეთრითაც არ ზრდის ადგილობრივ ბიუჯეტს, რადგან შემოსავლის...
გორის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების შენობების შიდა სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 17 სექტემბერს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, ქალაქის 8 და 16 სოფლის ბაღში. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღებში ისეთი სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რომელიც სააღმზრდელო პროცესს სავარაუდოდ ხელს შეუშლის.
„გათვალისწინებულია ჯგუფის ოთახებში ჭერიდან დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს...
ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობის უმეტესობა საბჭოთა სახელის გადარქმევის წინააღმდეგია. სოფლის მცხოვრებლებმა ამის შესახებ საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"შევხვდით მოსახლეობას ვესაუბრეთ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ არ სურთ სოფელს სახელი გადაერქვას. მათი არგუმენტით, ოქტომბერი შემოდგომის ერთ-ერთი ლამაზი თვეა და მოსავლის დაბინავებას, ხვავს, ბარაქას უკავშირდება და არა ოქტომბრის რევოლუციას. სანამ მოსახლეობის აზრი არ შეიცვლება, კომისია ამ საკითხს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ქვიშის კარიერამდე მისასვლელ გზას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ნათია მდინარიძის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტით, შიდა საუბნო გზა გაკეთდება, რომელიც კარიერამდე მიდის.
კომპნია ,,გარანტი 2012" ლიცენზია თითქმის ერთი წელი აქვს აღებული. ამ კომპანიის მანქანებმა დააზიანეს როგორც შიდა გზა, ასევე, სოფლის მთავარი, მოასფალტებული...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალური ხელისუფლებიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, პირველად საჯარო სკოლების ნაწილის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სოფელ სკრის საჯარო სკოლაში, სადაც წყალმომარაგების დამოუკიდებელი სისტემა ამ დრომდე არ ყოფილა ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიაზე ჭაბურღილისა და სატუმბი შენობის მოწყობას. იმისათვის, რომ სკოლას საჭირო რაოდენობის წყლის მარაგი მიეწოდებოდეს, შენობაში იქნება მოთავსებული სამარაგო პოლიეთილენის ავზი და ტუმბოები.
სამუშოებს შპს „ბილდინგ გრუპი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 82...
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია სამთვიან ბოიკოტს, სავარაუდოდ, შეწყვეტს და სხდომებზე დაბრუნდება. ამის შესახებ ქუთრაისიპოსტი წერს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამის საჭიროებას მას შემდეგ მიხვდნენ, რაც პროტესტის მთავარი მიზეზი, ყოფილი შსს მინისტრი, გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადაყენების ნაცვლად პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ბოიკოტის პირობებში სხდომებზე საკითხები ავტომატურად წყდება და უმრავლესობის დეპუტატებს შეკითხვებიც არ უჩნდებათ. განსხვავებული აზრის გარეშე კი, პროცესი სრულფასოვანი...
27 ოქტომბერს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. კახეთის რეგიონში არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში ჩატარდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება...
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის, ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ75-კმ81) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანსიას 10 პოზიციაზე აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულო კი, ერთზე. ორივე ორგანოში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის პოზიციაზე აცხადებს. განცხადების მიღების ბოლო ვადა 21 სექტემბერია.
კანდიდატს მუშაობის ორწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება. ესენია: საქართველოს კონსტიტუცია; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”ევროპული ქარტია; „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონი; „საჯარო სამსახურის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































