რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება

713

წინა სტატია

რუსთავქალაქობის დღესასწაული, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება, წელს ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები უკვე მეოცედ აღნიშნავენ. რუსთავის მერის ინფორმაციით, რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

“დღესასწაული 20 სექტემბერს 16.00.სთ-ზე, მეგობრობის გამზირზე, ( „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორია) რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებით, ფერების ფესტივალით და ჯგუფის ,,რეზო და ბავშვები“ კონცერტით გაიხსნება. კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დრამერების შოუ.

21 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, რუსთავის ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15.00.სთ-დან ეთნოფესტივალი დაიწყება, სადაც ქართული ფოლკლორული საცეკვაო და მუსიკალური ნომრების გარდა, რუსთავქალაქობის სტუმრები, ეროვნული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებენ და ხალხური რეწვის, ხატწერის ნიმუშების, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენასაც დაათვალიერებენ. 20.00. სთ-დან კი, ეთნოფესტივალს ჯგუფები: ,,ჩვენებურები“, ,,თუთარჩელა“, ,,მე რუსთველი“, ,,იამბიკო“, და ,,სალხინო“ გააგრძელებენ.

22 სექტემბერს რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, კვლავ რუსთავის ცენტრალურ პარკში გაგრძელდება, სადაც 14.00. სთ-დან ( ოთხი ფანტანის მიმდებარე ტერიტორია) სპორტული ატივობები: ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი და სხავადსხვა სამაგიდო თამაშები გაიმართება, მოეწყობა ასპარეზობა სპორტის პარაოლიმპიურ სახეობებშიც. 20.00.სთ-ზე, რუსთავქალაქობა 2019-ის დასკვნითი ღონისძიება დაიწყება, სადაც საპატიო რუსთაველის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე, ქართული მუსიკის კონცერტით მიულოცავენ დღესასწაულს რუსთაველებს”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნიბით, რუსთავქალაქობა 2019-ის აღსანიშნავად რუსთავს ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთის და ბელარუსის, რუსთავთან დამეგობრებული ცხრა ქალაქიდან ოფიციალური დელეგაციები ესტუმრებიან, რომლებიც 21 სექტემბრისთვის, რუსთავქალაქობის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრებიან