საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება

1142

ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის, ბაღდათი-აბასთუმნის მონაკვეთის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ75-კმ81) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისა და გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოების ღირებულება 12 888 888 ლარია.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 61,5 კმ-ია. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.