გორის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალური ხელისუფლებიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, პირველად საჯარო სკოლების ნაწილის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სოფელ სკრის საჯარო სკოლაში, სადაც წყალმომარაგების დამოუკიდებელი სისტემა ამ დრომდე არ ყოფილა ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიაზე ჭაბურღილისა და სატუმბი შენობის მოწყობას. იმისათვის, რომ სკოლას საჭირო რაოდენობის წყლის მარაგი მიეწოდებოდეს, შენობაში იქნება მოთავსებული სამარაგო პოლიეთილენის ავზი და ტუმბოები.
სამუშოებს შპს „ბილდინგ გრუპი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 82 494 ლარია.