გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობა 500 ათას დოლარს გამოყოფს

813

გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობა 500 ათას დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის საელჩომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

“ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი/Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება.სწორედ ამიტომ, ამერიკის…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019