თბილისის მერიასთან “ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

1350

თბილისის მერიასთან “ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.

“ჩვენ ვუერთდებით გლობალური კლიმატის მოძრაობას. დღეს მთელს მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა აპირებს გაფიცვას, რათა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ. ამ მოძრაობას შეუერთდა მსოფლიოს პროფკავშირის ორგანიზაციაც, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გლობალურ დონეზე არ აბინძურებს გარემოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის პრობლემები, რომელიც გვაწუხებს როგორც ეკოლოგიურად, ასევე სოციალურად. ჩვენ ვსუნთქავთ კატასტროფულ ჰაერს, ქალაქში არ ვარგა საჯარო ტრანსპორტი და საქართველო ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რასაც უცხოელი ინვესტორები ეუბნებიან. საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, ჩვენ ვიბრძვით ამის წინააღმდეგ. მოვითხოვთ სოციოლოგიურ და ეკოლოგიურ სამართალს” , – განაცხადა “ახალგაზრდა მწვანეების” სპიკერმა გიორგი ფცქიალაძემ.