ავტორი ეკატერინე ბასილაია დუშეთის მუნიციპალიტეტში წლებია, უკანონო მშენებლობებია გაჩაღებული და არქიტექტურის სამსახურში ნებართვების გაცემაზე სრული განუკითხაობაა. 2017 წლიდან დღემდე უკვე არაერთი ფაქტი, დოკუმენტური მასალა დაგროვდა, როცა სამშენებლო ნებართვა გაიცემა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს აკრძალულია, მათ შორის, სანიტარული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაშიც კი, ასევე ხშირია საჩივრები შერჩევით სამართალზე და კორუფციულ გარიგებებზე მინიშნებებიც არსებობს.  დიდი ხმაურის ატეხვის შემდეგ დუშეთის მერიაში შიდა აუდიტი ჩატარდა,...
წინა სტატია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, „ტორპედოსთვის“ ახალი ინვესტორის მოძიებაზე მუშაობა დაწყებულია.  პარალელურად, მერიამ ყოფილი ინვესტორის წინააღმდეგ  საქმე სასამართლოში შეიტანა. „ტორპედოსთან“ დაკავშირებით ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთი ეს არის სასამართლო,  პარალელურად კი ვმუშაობთ ახალი ინვესტორის მოძიებაზე. ფეხბურთელებს  ერთი თვის ხელფასი უკვე ჩაერიცხათ. ფედერაციასთან ერთად  მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ტორპედო“ იყოს ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. „ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური...
ქუთაისის მერიაში „საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვის და შრომის უსაფრთხოების“  განყოფილება შეიქმნა. განყოფილებაში ექვსი ადამიანი დასაქმდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში შტატების გაზრდა არ მოხდება, რადგან ახალ განყოფილებაში ექვსივე თანამშრომელი საბინაო სამსახურიდან გადაიყვანეს. შეკითხვაზე, რატომ იყო საბინაო სამსახურში ექვსი ადამიანი დასაქმებული თუ სამუშაოს მიხედით მათი საჭიროება არ იყო, მერიის იურისტი პასუხობს, რომ ისინიც საჭირონი იყვნენ, თუმცა, მერიმ  საბიუჯეტო...
მთაწმინდის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩის №3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 13 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 52 409 ლარია გათვალისწინებული. ხოლო სამუშაოებს, რომელიც ნოემბერში დასრულდება, შპს "არქიტრავი“ აწარმოებს. "მიმდინარე წლისთვის მთაწმინდაზე, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდში დადიანის, სოხუმის, აღმაშენებლის, რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩებზე წყალარინების სამუშაოებისთვის გზები გადაითხრება. როგორც ჟურნალისტებს მერმა დემოკრატიული ჩართულობის ქსელების ზუგდიდის ოფისში უთხრა, სამუშოების ხანგრძლივობა ლოკაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. "მოგეხსენებათ, რომ ცენტრალურ ქუჩებზე ჯერ არ ყოფილა წყალანირების სამუშაოები, მაგრამ დაიწყება და ალბათ, ლოკაციის მიხედვით, ერთ-ორ თვეში დასრულდება“, - აღნიშნა შენგელიამ. საანგარიშო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განხორციელებულ და მომავალ მუნიციპალურ...
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო საჩივარი, რომელიც სამეზობლო დავაა და მიწის ნაკვეთს ეხება. მომჩივანი მხარე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაც მის ოჯახს უნდოდა და პროცესიც დაწყებული იყო, ახალციხის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა უკანონოდ მიისაკუთრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სადაო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი ადვოკატმა ეკა აბაშიძემ შეიტანა. იგი იმ ადგილობრივის ინტერესებს იცავს,...
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N41 კორპუსის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციას 94 720 ლარი მოხმარდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყობა, ასევე, გაკეთდება საჩრდილობელი და განათების სისტემა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტების წინ, საფეხმავლო ნაწილზე და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ფილები რამდენიმე ადგილზე ამოყრილია და მათ ნაცვლად კი პატარა ორმოებში ნაგავი ყრია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. თამარ მეფის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტების წინ, სავალ ნაწილზე რამდენიმე ადგილას ფილები ამოყრილია, დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა რუსთაველის ძეგლთან არსებულ სკვერშიც. აქ ფილების ნაწილი დამტვრეულიც არის. პრობლემის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით,  რამდენიმე თვეა დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებათ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ონკანზე ტალახიანი წყალი მოსდით, რომელსაც ხშირად ჭიებიც მოყვება. ისინი რეაგირებას თვითმმართველობას და შესაბამის სამსახურებს სთხოვენ. სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები დავით ლაგაზიძე განმარტავს, რომ პრომლება დიდი ხანია აწუხებთ. მისი თქმით, მოსახლეობამ დახმარების თხოვნით თვითმმართველობას...
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბისა და დიღმის მასივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ავარიული შენობებს ამაგრებს. "დისევის ქუჩის N7-ში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 69 ოჯახი ცხოვრობს, დიდუბის რაიონის გამგეობა შენობის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით მაგრდება, ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მეტრეველის ქუჩის N7-ში. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ამხანაგობაში მიმდინარეობს....
თბილისში მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ისნის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთში ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. "პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ. ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, გარდა ამისა დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა და მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც მოეწყო. "ისანში ორი საკვანძო დასახლების - მეტრომშენისა...
წინა სტატია ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამბობს, რომ დარჩელის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბავშვები იატაკზე იწვნენ, სავარაუდოდ, უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებაა. მისვე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური ფაქტს შეისწავლის. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. „დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის საძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი...
ზუგდიდში, სოფელ დარჩელის საბავშვო  ბაღის პედაგოგები პარტია "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს პასუხობენ. ბაღის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მიზეზი რის გამოც აღსაზრდელები იატაკზე იწვნენ საბავშვო აქტივობები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ბაღის ადმინისტრაციის თქმით, კაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს და არაფხიზელ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ბავშვის ბიძაა. ბაღების ადმინისტრაციის ცნობით, ის საბავშვო ბაღიდან ბავშვის წაყვანას ცდილობდა, პედაგოგებმა კი ამის უფლება არ მისცეს. "გაფრთხილებულები ვიყავით დედისგან, რომ...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. დაახლოებით, 5 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. "აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით,...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, ახმეტელის ქუჩაზე (ყოფილი ცხვედაძის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის საფარი 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდა და გარკვეულ მონაკვეთებში გაფართოვდა, ასევე, მოეწყო ბორდიური და გრუნტის დამჭერი კედელი. გარდა ამისა, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გზაზე 30 გრძივი მეტრი ბეტონის თვალამრიდი დამონტაჟდა. "ყოფილი ცხვედაძის ქუჩის ზედა მონაკვეთზე გზის განახლება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ