გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. დაახლოებით, 5 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
“აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 427 195 ლარია გათვალისწინებული”, – განმარტავენ გლდანის რაიონის გამგეობაში.